ანონსები
2 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში კომპანია - დელოიტის თბილისის ოფისი გამართავს პრეზენტაციას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს სტუდენტებთან შემდგომ თანამშრომლობას.
კომპანიაში დასაქმებულნი არიან ქვეყნის ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების წარმატებული სტუდენტები, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც.
თანამშრომელთა სათანადოდ შერჩევა კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მისი საქმიანობიდან გამომდინარე.
კომპანიის შესახებ:
"დელოიტი" არის ბრენდი, რომლიც აერთიანებს ათი ათასობით დაკომპლექტებულ დამოუკიდებელ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით რჩეული კლიენტებისათვის აუდიტის, საკონსულტაციო, ფინანსური რჩევების, რისკების მართვისა და საგადასახადო მომსახურების გაწევის მიზნით. ეს კომპანიები არიან დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედის (DTTL) წევრები, რომელიც წარმოადგენს გრანტით უზრუნველყოფილ ბრიტანულ კერძო კომპანიას. თითოეული წევრი კომპანია მომსახურებას ახორციელებს გარკვეულ გეოგრაფიულ ზონაში და ექვემდებარება იმ ქვეყნის კანონმდებლობასა და პროფესიულ ნორმატიოლ აქტებს, რომელშიც ის საქმიანობს.
თარიღი: 02.05.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 13:30 სთ